ჩვენი შესახებ
ჩვენი შესახებ
„მეტრო ჯორჯია“ — სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2014 წლიდან და წარმოადგენს საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro - ს ოფიციალურ პარტნიორს.
ჩვენი მიზანია მგზავრთა კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე თანამედროვე სატრანსპორტო სტანდარტების დანერგვა საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებებზე.
დღეს კომპანია ასრულებს როგორც საქართველოს შიდა რეისებს — ბათუმი ↔ თბილისი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო რეისებს თურქეთის დიდ ქალაქებში.
ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი მიმართულებების განვითარებაზე და საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობაზე.
ჩვენი ავტოპარკი
ჩვენი ავტოპარკი წარმოდგენილია თანამედროვე ავტობუსებით — TEMSA MARATON (2016) და TEMSA SAFIR PLUS (2014, 2024, 2025), რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ევრო 6 სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით:
- USB დამტენები თითოეულ სავარძელთან
- 220W ელექტროენერგიის წყაროები
- საზურგეებზე დამონტაჟებული პლანშეტები მგზავრთა ინფორმაციისა და კომფორტისთვის
ჩვენი მომსახურება
ჩვენი ბორტგამცილებლები ზრუნავენ თქვენს კომფორტზე და გთავაზობენ:
- ყავას, ჩაისა და წყალს
- დახმარებას ბარგის განთავსებაში
- ინდივიდუალურ მომსახურებას თითოეული მგზავრისთვის
ჩვენი ინფრასტრუქტურა
მთავარი ოფისი და სერვისცენტრი მდებარეობს ბათუმის ახალ საერთაშორისო ავტოსადგურში,
ჩვენთვის თითოეული მგზავრის აზრი და შენიშვნა მნიშვნელოვანია.
დაისვენეთ როცა მგზავრობთ — „მეტრო ჯორჯიასთან“!
კონტაქტი:
სს მეტრო ჯორჯია
445 410 635
📍 ქ.ბათუმის გოგოლის ქ. N1
📞 +995 (0) 422 24 22 44
📱 +995 514 24 22 44
📧 info@metrogeorgia.ge