იტვირთება...

ხშირად დასმული კითხვები

მთავარი / ხშირად დასმული კითხვები

1. უკვე დავასრულე ონლაინ ბილეთის შეძენა. რა არის შემდეგი ნაბიჯი?
შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან აჩვენოთ ელ-ბილეთი პორტგამცილებელს გამგზავრებამდე.


2. როგორ შევცვალო ან გავაუქმო ბილეთი?
შიდა რეისებზე — ცვლილება შესაძლებელია გამგზავრებამდე 3 საათით ადრე,
საერთაშორისო რეისებზე — 12 საათით ადრე.
სალაროში ნაყიდი ან ელ-ბილეთის გაუქმების შემთხვევაში, თანხის 75% დაგიბრუნდება.


3. დაცულია თუ არა ჩემი პირადი და ბარათის მონაცემები?
დიახ. თქვენი მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, ხოლო ბარათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბანკი.
📄 ვრცლად იხილეთ: კონფიდენციალურობის პოლიტიკა


4. რამდენ ხანში ჩავდივარ თბილისიბათუმის მიმართულებით?
საშუალოდ 6 საათი.
📍 ჩამოსვლის პუნქტები:

  • თბილისი — ორთაჭალის ავტოსადგური (გულიას ქ. 5)
  • ბათუმი — საერთაშორისო ავტოსადგური (გოგოლის ქ. 11)

5. სად მდებარეობს თქვენი ოფისები?
ჩვენი ოფისები განთავსებულია საქართველოს 4 ქალაქში.
📞 იხილეთ დეტალურად: ოფისები და კონტაქტები


6. არის თუ არა Wi-Fi და სხვა სერვისები ავტობუსში?
დიახ — Wi-Fi, USB, 220V სატენი, ჩაი/ყავა, წყალი და გამცილებლის მომსახურება მთელი მგზავრობის განმავლობაში.


7. რამდენად ადრე ჯობს ბილეთის შეძენა?
სეზონზე (ზაფხული, დღესასწაულები, არდადეგები) რეკომენდებულია ბილეთის შეძენა 2 დღით ადრე.


8. ვის შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებით?
ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები და სამხედრო მოსამსახურეები.
დეტალურად იხილეთ: ბილეთის პირობები
🎯 ფასდაკლებები პერიოდულად ცხადდება ჩვენს სოციალურ გვერდებზე — METROGEORGIA


9. შესაძლებელია თუ არა შინაური ცხოველით მგზავრობა?
დიახ, მაგრამ გარკვეული პირობებით:
🐾 ნებადართულია მცირე ცხოველები (კატა, ძაღლი) 6 კგ-მდე სპეციალურ სატარებელში — საჭიროა დამატებითი ბილეთის შეძენა.
🐕 დიდი ცხოველები გადაჰყავთ ბარგის განყოფილებაში უსაფრთხო ყუთში — უფასოდ.
🧾 ცხოველს უნდა ჰქონდეს ვეტ-პასპორტი მოქმედი ვაქცინაციებით.
🚫 კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას გადაყვანაზე, თუ ცხოველი ქმნის დისკომფორტს სხვა მგზავრებისთვის.


10. შეიძლება თქვენი ავტობუსის დაქირავება?
კი, შესაძლებელია ტურებისთვის, ტრანსფერის ან სხვა ღონისძიებებისთვის.
📞 ტელ: 0 422 24 22 44


11. მგზავრობა დაზღვეულია?
დიახ. ყველა მგზავრი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიის მიერ.


12. შესაძლებელია ამანათის გაგზავნა?
დიახ. მიმართეთ ჩვენს ოფისს ან ოპერატორს — ტარიფი განისაზღვრება ამანათის წონისა და ზომის მიხედვით.


13. სად ვიპოვო მარშრუტები და ფასები?
იხილეთ გვერდი ავტობუსის ბილეთები — აირჩიეთ მიმართულება და თარიღი, რათა იხილოთ სრული განრიგი.