თანხის დაბრუნება და გაუქმება
საქალაქთაშრისო სამგზავრო ბილეთის შეცვლა/დაბრუნება, რაც გულისხმობს სამგზავრო ბილეთის გაუქმებას, მარშრუტის მიმართულების, მგზავრობის თარიღის ან/და ავტობუსში ადგილის შეცვლას, შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღამდე
48 საათით ადრე ბრუნდება თანხის 90%
24 საათით ადრე ბრუნდება თანხის 80%
6 საათით ადრე ბრუნდება თანხის 75%
3 საათზე ადრე რეისის გასვლამდე ბილეთები არ ბრუნდება
საერთაშორისო რეისებზე ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია რეისის გასვლამდე 12 საათით ადრე
შეძენილი სამგზავრო ბილეთის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად, თუმცა ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება, რადგან შესაძლებელია სასურველ მარშრუტზე ავტობუსის სამგზავრო ბილეთები სრულად გაყიდული იყოს.
კუთვნილი ბილეთ(ებ)ის გადაცემა სხვა პიროვნებისთვის არ არის ნებადართული. თუმცა, თუ გაქვთ სურვილი მსგავსი ქმედების განხორციელების, მაშინ გთხოვთ გამგაზვრებამდე მიმართოთ ჩვენს ოპერატორებს, იმისათვის რომ წინასწარ შევძლოთ შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
კუთვნილი ბილეთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თანხის ან ბილეთის ანაზღაურებაზე. ამისათვის, მოგიწევთ სამგზავრო ბილეთის ხელახლა შეძენა.
დაუშვებელია დაზიანებული სამგზავრო ბილეთით სარგებლობა და თუ განიზრახეთ ასეთი ბილეთით მგზავრობა, ის არ ჩაითვლება ვალიდურად. ასეთ სიტუაციაში, გთხოვთ, გამგზავრებამდე მიმართოთ ჩვენს ოპერატორებს, იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება. ჩვენ შესაძლოა არ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა არასაკმარისი მტკიცებულების გამო.
თქვენი მოთხოვნა თანხის ან ბილეთის ანაზღაურების შესახებ შესაძლებელია დაკმაყოფილებული იქნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ჩვენი ბილეთის შეძენის სისტემის ტექნიკური შეცდომით ან სხვა შემთხვევებში, როცა ჩვენი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული ქმედება ჩავთვალეთ საჭიროდ.
ავტობუსის გასვლამდე 6 საათით ადრე შესაძლებელია მყიდველმა გამყიდველისგან მოითხოვოს გამგზავრების გადავადება, ამ შემთხვევაში მყიდველმა უნდა დაგვიზუსტოს შემდეგი გამგზავრების თარიღი.
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ბილეთის გაუქმება გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. აღნიშნულ შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება ბილეთის ღირებულების 75%-ის ანაზღაურება. გაითვალისწინეთ, რომ თუ მგზავრობის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლები დრო არის დარჩენილი, ბილეთის დაბრუნების მოთხოვნა კომპანიის მიერ არ დაკმაყოფილდება.