იტვირთება...

წესები და პირობები

მთავარი / წესები და პირობები

ბილეთით სარგებლობის წესები და შეძენის პირობები

ჩვენი ბილეთების შესახებ
თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი მგზავრობისთვის მარშრუტის, ფასების, თარიღისა და სხვა საჭირო ინფორმაციის სწორად შერჩევაზე, როცა ახორციელებთ ბილეთ(ებ)ის შეძენას.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი სატრანსპორტო მომსახურებით აუცილებელია იქონიოთ ვალიდური ბილეთი. თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით თუ:
1. გააყალბეთ, გაამრავლეთ ან შეცვალეთ ბილეთი ან მისი მონაცემები;

2. შეძენილია სხვა პიროვნების მიერ და შესაბამისად ეს ბილეთი რეგისტრირებული არ არის თქვენს სახელზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაშვებულია ამის განხორციელება);


ჩვენს ოფისებში ბილეთ(ებ)ის შეძენამდე, გთხოვთ დაკვირვებით გადაამოწმოთ ბილეთის მონაცემები და ღირებულება. ბილეთის ონლაინ სისტემით შეძენის დროს კი, გთხოვთ, ყურადღებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება და მგზავრობის პარამეტრები, სანამ დაასრულებთ გადახდას.


გთხოვთ, თქვენს მიერ შეძენილი ბილეთი თან იქონიოთ მთელი მგზავრობის განმავლობაში, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელმა გთხოვოთ მისი წარდგენა მგზავრობის მონაცემთა გადამოწმების მიზნით. თუ, აღნიშნულ შემთხვევაში ვერ წარადგენთ კუთვნილ სამგზავრო ბილეთს, მაშინ შესაძლოა მოგეთხოვოთ ტრანსპორტის დატოვება. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკარგული ბილეთის მოგვიანებით პოვნის შემთხვევაში ჩვენი კომპანია არ აგინაზღაურებთ გადახდილი ბილეთის საფასურს.


ჩვენს მიერ ბილეთ(ებ)ის გაყიდვა არ ადასტურებს, იმას რომ ბილეთში მითითებული მარშრუტის და დროული მგზავრობის განხორციელების სრული გარანტია გეძლევათ. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია გამოწვეული იქნას ტრანსპორტის გაუთვალისწინებელი ტექნიკური გაუმართაობით, სტიქიური მოვლენებით ან საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებით.


თუ, რომელიმე პიროვნება (ან მგზავრი) შეინიშნება თაღლითობაში, გამრავლებაში, ან სხვადასხვა პროცედურებში, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენი ბილეთების დამუშავებასთან შემდგომში სამგზავროდ სარგებლობის მიზნით, მათ დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა.


სამგზავრო ტრანსპორტის ყველა მძღოლს და გამცილებელს გააჩნიათ დეტალური ინფორმაცია შეძენილი სამგზავრო ბილეთ(ებ)ის შესახებ: მგზავრობის განრიგი, დაკავებული ადგილების რაოდენობა, შეძენილი ბილეთების მონაცემები და ა.შ. გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მოთხოვნისამებრ. გარდა ამისა, ზემო აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ჩვენი ოპერატორებისგან (ოფისებში) ან პირდაპირ ჩვენს ვებ საიტზე.


ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ან ისარგებლოთ შემდეგი ტიპის სამგზავრო ბილეთებით:


- ერთი გზა: ბილეთი ვალიდურია მხოლოდ ერთჯერადი სარგებლობისთვის, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბილეთზე მითითებულ ადგილებს შორის ტრანსპორტირების მიზნით.


- გამგზავრება-დაბრუნება (ორი გზა): მგზავრობა შესაძლებელია, მხოლოდ ბილეთზე მითითებული დროს.


გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მეტრო ჯორჯია მთელი წლის განმავლობაში თავის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის აქციებს, ფასდაკლებებს, ამიტომ შესაძლებელია ზევით ჩამოთვლილი სამგზავრო ბილეთების სახეები და შესაბამისი ფასდაკლებების რაოდენობა დროდადრო დაექვემდებაროს ცვლილებებს. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს ინფორმაცია წინასწარ გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორებთან.


ბილეთის შეძენა და სარგებლობა
ბილეთის შესაძენად თქვენს მიერ უნდა მოხდეს შემდეგი ინფორამციის განსაზღვრა: ავტობუსის ბილეთის შეძენის დრო, ჩასხდომის ადგილი, ბილეთის საფასური, გადახდის ფორმა, მგზავრობის თარიღი და გამგზავრების ზუსტი დრო.


ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ოფისებში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩვენს ვებ-გბერდზე www.Metrogeorgia.ge. ელექტრონული ბილეთის შეძენის შემთხვევაში ინფორმაცია ივსება კლიენტის მიერ. პროცესის დასრულების შემდეგ თქვენს მითითებულ ელ-ფოსტაზე გადმოიგზავნება ვალიდური სამგზავრო ელ-ბილეთი.


ელექტრონული ბილეთით სარგებლობისთვის ავტობუსში ადგილის დაკავებამდე უნდა მოხდეს მისი გამცილებელთან ან/და მძღოლთან წარდგენა.


იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, აუცილებელია გამცილებელთან წარადგინოთ პირადობის მოწმობა, პასპორტი, ID ბარათი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

ყალბი ბილეთის აღმოჩენის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, ჩამოგართვათ ბილეთი და დაგატოვებინოთ სამგზავრო ავტობუსი. აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენს მიერ არ მოხდება ბილეთის ან თანხის ანაზღაურება.



შეძენილი ბილეთის შეცვლა/ გაუქმების პირობები
საქალაქთაშრისო სამგზავრო ბილეთის შეცვლა/დაბრუნება, რაც გულისხმობს სამგზავრო ბილეთის გაუქმებას, მარშრუტის მიმართულების, მგზავრობის თარიღის ან/და ავტობუსში ადგილის შეცვლას, შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღამდე


48 საათით ადრე ბრუნდება თანხის 90%
24 საათით ადრე ბრუნდება თანხის 80%
6 საათით ადრე ბრუნდება თანხის 75%
3 საათზე ადრე რეისის გასვლამდე ბილეთები არ ბრუნდება
საერთაშორისო რეისებზე ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია რეისის გასვლამდე 12 საათით ადრე

შეძენილი სამგზავრო ბილეთის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად, თუმცა ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება, რადგან შესაძლებელია სასურველ მარშრუტზე ავტობუსის სამგზავრო ბილეთები სრულად გაყიდული იყოს.


კუთვნილი ბილეთ(ებ)ის გადაცემა სხვა პიროვნებისთვის არ არის ნებადართული. თუმცა, თუ გაქვთ სურვილი მსგავსი ქმედების განხორციელების, მაშინ გთხოვთ გამგაზვრებამდე მიმართოთ ჩვენს ოპერატორებს, იმისათვის რომ წინასწარ შევძლოთ შესაბამისი პროცედურების განხორციელება.


კუთვნილი ბილეთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თანხის ან ბილეთის ანაზღაურებაზე. ამისათვის, მოგიწევთ სამგზავრო ბილეთის ხელახლა შეძენა.


დაუშვებელია დაზიანებული სამგზავრო ბილეთით სარგებლობა და თუ განიზრახეთ ასეთი ბილეთით მგზავრობა, ის არ ჩაითვლება ვალიდურად. ასეთ სიტუაციაში, გთხოვთ, გამგზავრებამდე მიმართოთ ჩვენს ოპერატორებს, იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება. ჩვენ შესაძლოა არ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა არასაკმარისი მტკიცებულების გამო.


თქვენი მოთხოვნა თანხის ან ბილეთის ანაზღაურების შესახებ შესაძლებელია დაკმაყოფილებული იქნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ჩვენი ბილეთის შეძენის სისტემის ტექნიკური შეცდომით ან სხვა შემთხვევებში, როცა ჩვენი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული ქმედება ჩავთვალეთ საჭიროდ.


ავტობუსის გასვლამდე 6 საათით ადრე შესაძლებელია მყიდველმა გამყიდველისგან მოითხოვოს გამგზავრების გადავადება, ამ შემთხვევაში მყიდველმა უნდა დაგვიზუსტოს შემდეგი გამგზავრების თარიღი.


კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური ინფორმაციის დაცულობის შესახებ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მგზავრობის წესები და პრიობები
ინფორმაცია ავტობუსით მგზავრობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე.


ცვლილებები ამ დოკუმენტში
კომპანია მეტრო ჯორჯია იტოვებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული დოკუმენტი ნებისმიერ დროს.

კონტაქტი:

სს მეტრო ჯორჯია

445 410 635

📍 ბათუმი, გოგოლის ქ. 11

📞 +995 (0) 422 24 22 44

📱 +995 514 24 22 44

📧 info@metrogeorgia.ge