„მეტრო ჯორჯია“ — სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2014 წლიდან და წარმოადგენს საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro - ს ოფიციალურ პარტნიორს.
ჩვენი მიზანია მგზავრთა კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე თანამედროვე სატრანსპორტო სტანდარტების დანერგვა საქართველოში და საერთაშორისო მიმართულებებზე.
დღეს კომპანია ასრულებს როგორც საქართველოს შიდა რეისებს — ბათუმი ↔ თბილისი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო რეისებს თურქეთის დიდ ქალაქებში.
ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი მიმართულებების განვითარებაზე და საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობაზე.